მომხმარებლის წესები
მომხმარებლის წესები
ბოლო ცვლილება: 20 თებერვალი 2025, 01:58

საიტზე აკრძალურია

1). ნიკის დაბლოკვის შემდეგ სხვა ან ახალი მომხმარებლით შემოსვლა, რეგისტრაცია. ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაში საიტის ბაზაში დაიბლოკება თქვენი სმართფონი !
2). მომხმარებლის სახელად უცენზურო სიტყვების და გამოთქმების დაწერა (ნებისმიერ ენაზე)
3). საიტზე უკვე არსებული მეტსახელის მსგავსი მეტსახელის რეგისტრაცია ან უკვე არსებულ მომხმარებელზე დაწერა, არსებული უსერი მეორე ნიკის შექვნა ან სხვადასხვა ნიკების დარეგისტრირება, ასევე აკრძალულია მოამრხმარებლისთვის მსგავსი მეტსახელები, როგორებიც არის Admin, Moder, System!!
4). ნებისმიერი უცენზურო სიტყვის გამოყენება; კედელზე, ჩათის ოთახებში ,კომენტარებში
5). ნებისმიერი უცენზურო და კანონსაწინააგმდეგო შინაარსის მქონე ფოტოების ატვირთვა.
6). საიტის წევრების ან მესამე პირის შეურაცხყოფა და პროვოკაცია მათ მიმართ.
7). ადმინისტრაციის შეურაცხყოფა ნებისმიერი გზით ან მუქარა მათზე.
8). განსხვავებული რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური შეხედულების, რასის, ეროვნების და სექსუალური ორიენტაციის მქონე პიროვნებების დისკრიმინაცია, დისკრედიტაცია ან მათი დაბლოკვის მოთხოვნა ამ ნიშნებიდან ნებისმიერის ტარების გამო.
9). ფლუდირება (ერთი და იგივე შინაარსის მქონე ან აბსოლუტურად იგივე ტექსტის მრავალჯერ განმეორება) ან სპამი (ვირუსის შემცველი ლინკების გავრცელება) საიტზე.
10). კონკურენტი საიტების რეკლამის გავრცელება, ნებისმიერი სახით, ნებისმიერ ადგილას საიტზე.
11). პირად ფოსტაში განხილული საკითხის საფუძველზე მომხმარებლის დაბლოკვის მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა როცა საქმე ეხება 10). პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას.
12). თუ რომელიმე მომხმარებელი არღვევს ზემოთ აღნიშნულ წესებს მიმართეთ ადმინისტრაციას ან გაასაჩივრეთ მომხდარი ფაქტი.
13). თუ ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი არღვევს ზემოთ აღნიშნულ წესებს მიმართეთ საიტის მფლობელებს
უკან